გერმანიის საწყობის გაუქმება
12 ოქტომბერი 2024
ძვირფასო მომხმარებელო,
გაცნობებთ,რომ 1 ნოემბრიდან კომპანია“ფოსტალონ"-ი, დროებით აჩერებს ტვირთის/ტვირთების ტრანსპორტირებას გერმანიიდან. გთხოვთ გაითვალისწინოთ აღნიშნული ინფორმაცია ონლაინ შოპინგის დროს და 1 ნოემბრის შემდეგ, დროებით აღარ გამოიყენოთ "ფოსტალონ"-ის გერმანიის მისამართი, ონლაინ საშოპინგო პლატფორმებზე. უკვე გამოწერილი და გზაში მყოფი ამანათების მიღება და პროგრამული დაფიქსირება მოხდება აღნიშნულ პერიოდამდე თუმცა მათი საქართველოში ტრანსპორტირება მოხდება გაწერილი გრაფიკის მიხედვით, ეტაპობრივად. კონკრეტული რეისების ჩამოსვლის ვადებთან დაკავშირებით ინდივიდუალურად მიიღებთ შეტყობინებას უახლოეს პერიოდში. გთხოვთ გაითვალისწინეთ,რომ 1 ნოემბრის შემდგომ გერმანიის მისამართზე მისული ამანათების მიღება- გამოგზავნაზე პასუხიმგებლობას არ იღებს კომპანია "ფოსტალონ"-ი.
მადლობა ერთგულებისთვის!