აკრძალული პროდუქცია
არ შეიძლება შემდეგი სახის პროდუქციის გამოწერა:
1.კვების პროდუქტები;
2. ადვილად აალებადი საქონელი, როგორიცაა (საღებავები და ალკოჰოლის შემცველი ნივთიერებები);
3. ცეცხლსასროლი და პნევმატური (airsoft) იარაღები, მათი აქსესუარები და ნაწილები;
4. პორნოგრაფიული სახის პროდუქცია;
5. ფეთქებადი ნივთიერებები ან პროდუქცია;
6.ფიტულები, ცხოველები, მცენარეები, ძვლები, ბეწვი;
7. მცენარეები ან მათი თესლები;
8. ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პროდუქცია;
9. ნებისმიერი ქვეყნის მონეტები ან ბანკნოტები;
10. ძვირფასეულობა, რომლის ღირებულებაც აღემატება 500 ლარს, იგზავნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კომპანია წინასწარ არის ინფორმირებული. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას;
11. ფეინთბოლის თოფები და მათი აქსესუარები;
12. ე.წ. 'აზბესტი'ს შემცველობის პროდუქცია;
13. ტოქსიკური ნივთიერებები;
14. არბალეტი, ისრები, მშვილდი;
15. "სფრეი", დატუმბული ბალონის ტიპი, ნებისმიერი ნივთიერება.
16. აირბაგი
17. ავტომობილის ზეთი
18. ავტომობილის ზეთიანი ნაწილები
19. დამატებით ჩინეთიდან იკრძალება ყველა ელემენტის ან ელემენტის შემცველი ნივთების და პორტატული დამტენის ტრანსპორტირება. ისეთი ნივთები როგორიცაა ფხვნილი, კოსმეტიკური საშუალებები და ბრენდული ნივთების ტრანსპორტირება დაშვებულია მხოლოდ ჰონგ-კონგის აეროპორტიდან, საიდანაც რეისი იგზავნება კვირაში ერთხელ და ზემოთ აღნიშნული ამანათის გამოწერის შემთხვევაში ჩამოსვლის დრო შესაბამისად გაიზრდება. აკრძალული პროდუქტის გამოწერა და ტრანსპორტირება ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში , თუ ნივთთან ერთად გამყიდველი მოგაწვდით "MSDS" (უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი) სერტიფიკატს, აღნიშნული სერტიფიკატით არ ხდება მხოლოდ პორტატული დამტენის ტრანსპორტირება.
კატეგორიულად იკრძალება ჩინეთიდან სითხის და სითხის შემცველი ნივთიების ტრანსპორტირება, ასევე დანის და სხვა ბასრი საგნის გამოგზავნა
სუნამოებზე შეზღუდვა არ ვრცელდება და ნებადართულია მათი გამოწერა მხოლოდ აშშ-დან.
ჩინეთიდან სუნამოების ტრანსპორტირება აკრძალულია.
გთხოვთ აღნიშნული გაითვალისწინოთ ონლაინ შოპინგის დროს. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია პასუხს არ აგებს მსგავსი ტიპის ამანათებზე.