ხშირად დასმული კითხვები
რომელი ქვეყნებიდან არის შესაძლებელი ამანათის ჩამოტანა?
ამანათის ჩამოტანა შეგიძლიათ ამერიკიდან, ჩინეთიდან და თურქეთიდან.
როგორი იქნება ჩემი მისამართი?
რეგისტრაციის შემდეგ, თქვენ გექნებათ ჩვეულებრივი საფოსტო მისამართი ამერიკაში, თურქეთში და ჩინეთში. ნივთის შეიძენისას ონლაინ მაღაზიებში, მიუთითებთ სწორედ ამ მისამართებს.
როგორ და რამდენ ხანში იგზავნება ჩემი ამანათი?
ამერიკიდან: ამანათები იგზავნება კვირაში ორჯერ, ორშაბათს, და ხუთშაბათს.
ჩინეთიდან : ამანათები იგზავნება კვირაში სამჯერ: ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი.
თურქეთიდან : ამანათები იგზავნება კვირაში ერთხელ: ოთხშაბათს.
ამანათების ჩამოსვლის ვადა გამოგზავნიდან საშუალოდ 8-9 დღეა. ჩამოსვლის შემდეგ მიიღებთ შეტყობინებას.

როგორ ითვლება ტრანსპორტირების ღირებულება?
გთხოვთ იხილოთ ბმული https://postalon.com/text-15.html
ჩემი ამანათი იმაზე მეტს იწონის ვიდრე საიტზე იყო მითითებული. რატომ?
უმეტეს შემთხვევაში ონლაინ საიტზე მითითებული წონა არ ემთხვევა რეალურ წონას, ამიტომ მომხმარებელს სრული უფლება აქვს ოფისში მოითხოვოს ამანათის აწონვა.
როგორ გავგზავნოთ ამანათი საქართველოში, როდესაც ვიმყოფებით ამერიკაში, თურქეთში ან ჩინეთში?
მიმღები პირი უნდა დარეგისტრირდეს ჩვენს ვებ-გვერდზე და ავტომატურად მიიღებს მისამართს
თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ საფოსტო განყოფილებაში მიიტანოთ ამანათი და გაგზავნოთ ჩვენს მისამართზე
დაგვიკავშირდით შეკითხვებით ნებისმიერ დროს ელ-ფოსტაზე: info@postalon.com
თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ საფოსტო განყოფილებაში მიიტანოთ ამანათი და გაგზავნოთ ჩვენს მისამართზე
დაგვიკავშირდით შეკითხვებით ნებისმიერ დროს ელ-ფოსტაზე: info@postalon.com
ორგანიზაციებს შეუძლიათ ისარგებლონ თქვენი სერვისით?
რა თქმა უნდა. ამისათვის საჭიროა ორგანიზაციის დარეგისტრირების დროს შეავსოთ ყველა ველი.
მაგ: სახელი-ltd ; გვარი-კომპანიის დასახელება.
მაგ: სახელი-ltd ; გვარი-კომპანიის დასახელება.
ამანათი არ მიჩანს ოთახში. როგორ მოვიქცე?
პირველ რიგში გადაამოწმეთ თვითონ გამყიდველთან გამოგზავნილია თუ არა ამანათი და მისი სტატუსი. ამის შემდეგ მოგვმართეთ ჩვენ თრექინგ კოდით, რათა გადავამოწმოთ.
თქვენს ფასში შედის შესაძლო საბაჟო ან სხვა ხარჯები?
ჩვენი ფასი მოიცავს მხოლოდ ტრანსპორტირების ღირებულებას. თუ ტვირთი ექვემდებარება განბაჟებას, იგი ჩვეულებრივ უნდა განბაჟდეს გამარტივებული საბაჟო პროცედურების გავლით.
როდის და როგორ ხდება ტრანსპორტირების ღირებულების გადახდა?
ამანათის ტრანსპორტირების ღირებულება გთხოვთ იხილეთ ბმულზე https://bit.ly/3umP7v5 გადახდის დღისთვის www.Postalon.com -ზე არსებული დოლარის/ ევროს შესყიდვის კურსით ლარებში. საფასური გამოითვლება ამანათების წონიდან. ტვირთის მინიმალური წონა განსაზღვრულია 100 გრამით. 100 გრამზე მეტი წონის შემთხვევაში ტვირთის წონა მრგვალდება ასეული გრამის სიზუსტით. მომხმარებელს გადასახდელი დავალიანება აესახება ამანათის ოფისში მისვლისას, კომპანიის საიტზე, საკუთარ ანგარიშზე. ანგარიშსწორება ხორციელდება მომხმარებლის ანგარიშზე დავალიანების ასახვის შემდეგ. სავალდებულოა, გადახდა განხორციელდეს მხოლოდ www.Postalon.com ვებგვერდზე მითითებული გადახდის მეთოდებით.
ჩამოსული ამანათები დავალიანების სრულად დაფარვამდე არ გაიცემა.
ჩამოსული ამანათები დავალიანების სრულად დაფარვამდე არ გაიცემა.
შეიძლება თქვენს ოფისში ნაღდი ანგარიშწორებით გადავიხადო ტრანსპორტირების ღირებულება?
ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშწორებით შემდეგი საშუალებებით: მომენტალური გადახდის სისტემებით TBC PAY, TBC ONLINE BANKING და EXPRESS PAY.ასევე შეგიძლიათ გადაიხადოთ მობილური აპლიკაციით და პლასტიკური ბარათით ბალანსის შევსება POSTALON-ის საიტიდან.
როგორ შემიძლია ვისარგებლო საკურიერო სერვისით?
საკურიერო სერვისი თბილისის მასშტაბით ხორციელდება ამანათების ჩამოსვლიდან 2 სამუშაო დღეში. სტანდარტული საკურიერო მომსახურებით სარგებლობისათვის საჭიროა ტრანსპორტირების ღირებულების წინასწარ გადახდა. ამანათის მისაღებად აუცილებელია მიმღების პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
რომელი ონლაინ მაღაზიიდან შემიძლია გამოწერა? შეზღუდული ვარ კონკრეტული მაღაზიებით?
თქვენი მისამართი (ამერიკის, თურქეთისა და ჩინეთის ) შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერ ონლაინ მაღაზიაში. ყველა მაღაზიას თავის სპეციფიკა და წესები აქვს. მაგალითად: ზოგიერთი მათგანი არ იღებს ქართულ პლასტიკურ ბარათს, ან უარს გეტყვით ტრანზაქციის შესრულებაზე.
ZIP კოდზე 19711-ის ნაცვლად საიტი მთავაზობს 19711-5400 ს და რა ვქნა?
შეგიძლიათ ჩვეულებრივ მიუთითოთ რასაც გთავაზობთ საიტი.
შეიძლება რომ დეკლარაციაში ნაკლები თანხა მივუთითო?
წინასწარი დეკლარირება სავალდებულოა. დეკლარირების სრულყოფილად და სწორად შევსებაზე მთლიანად პასუხისმგებელია მომხმარებელი.
ეს პროცედურა სავალდებულოა, რომ დროულად მოხდეს თქვენი ამანათის მიღება საქართველოში. იმ შემთხვევაში თუ ამანათზე დეკლარაცია არ იქნება შევსებული , ამანათი გაჩერდება საბაჟოზე ორი კვირით.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, საბაჟო გადასახადებისაგან თავის არიდების მიზნით შეცდომით დადეკლარირებულ ამანათზე საბაჟო დაგაკისრებთ ჯარიმას, პირველ შემთხვევაზე ღირებულების 40%-ს, ხოლო მომდევნოზე 100%-ს.

რას გულისხმობს ამანათის დაზღვევა?
ამანათის დაზღვევა გულისხმობს ამანათის გარეგანი დაზიანების ან დაკარგვისგან დაცვას. მომსახურება არ მოიცავს ამანათის გახსნას და შიგთავსის შემოწმებას.ამ მომსახურების საფასური შეადგენს მომხმარებლის მიერ ამანათის დეკლარირებისას მითითებული თანხის 3,5%-ს, რომელიც მის მიერ გადასახდელ ტრანსპორტირების ღირებულებასთან ერთად ავტომატურად აესახება ბალანსზე.მომსახურებით სარგებლობისთვის საჭიროა, კოპანიის საიტის ან მობილური აპლიკაციის ამანათების მართვის პანელში მოინიშნოს დაზღვევის შესაბამისი ველი ამანათის საქართველოში ჩამოსვლამდე.ამანათის დაკარგვის შემთხვევაში, კომპანია აანაზღაურებს ღირებულებას რეისის ჩამოფრენიდან 14 კალენდარული დღის ვადაში ამ ამანათის დეკლარაციაში მითითებული და მფლობელის მიერ წარდგენილი შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის (ინვოისის) საფუძველზე. ასანაზღაურებელი თანხა არ აღემატება მომხმარებლის მიერ დეკლარირებისას მითითებულ თანხას.ზარალის ანაზღაურების ვალდებულება კომპანიის მხრიდან წარმოიშვება მხოლოდ ამანათის ამერიკის ოფისში მისვლისა და კომპანიის ელექტრონულ სისტემაში ასახვის შემთხვევაში. მისამართზე მისულად ჩაითვლება მხოლოდ ის ამანათი, რომელსაც გააჩნია მიტანის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი საფოსტო კომპანიების ვებგვერდებიდან.მომსახურება არ ვრცელდება შუშის, ფაიფურისა და სხვა მსხვრევად ნივთებზე. თუ ამანათის გარე შეფუთვა არ არის დაზიანებული, ნივთი კი მთლიანად ან ნაწილობრივ არის დაზიანებული, მომხმარებელი ვალდებულია მაინც გადაიხადოს მომსახურების საფასური და გაიტანოს ამანათი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას, აღნიშნულ მომხმარებელს მომსახურება შეუწყვიტოს.
თუ ჩემი ამანათი არ მოვიდა თქვენს მისამართზე, როგორ მოვიქცე? ვინ არის პასუხისმგებელი?
თუ მაღაზიის მიერ მოწოდებული თრექინგ კოდი შეამოწმეთ და ამანათი არ მოდის ან კვლავ გზაშია, უპირველეს ყოვლისა დაუკავშირდით თვითონ გამომგზავნს და გადაამოწმეთ თრექინგ კოდი. სცადეთ, მიიღოთ დამატებითი დეტალები – მაგ: გამოგზავნის ზუსტი თარიღი და ა.შ.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გამოგზავნისას ყველა ამანათს აქვს თრექინგ კოდი, რასაც მაღაზია მიანიჭებს ამანათს. იმ შემთხვევაში თუ ამანათი ჩვენს საწყობამდე არ მოვიდა, სამწუხაროდ ჩვენ მას ვერ ვაკონტროლებთ, შესაბამისად მასზე ჩვენი დაზღვევის სერვისი არ ვრცელდება. როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში უნდა დაუკავშირდეთ მაღაზიას რომ მოახდინონ ზარალის ანაზღაურება, ან ხელახლა გამოგზავნოს ამანათი.

რა ღირებულების ამანათის შემოტანა ექვემდებარება განბაჟებას?
საქართველოს კანონმდებლობით განბაჟებას ექვემდებარება 300 ლარის ან მეტი ღირებულების, 30კგ ან მეტი წონის ან ერთგვაროვანი საქონელი.
ძვირფასო მომხმარებლებო, გთხოვთ გაითვალისწინოთ: თუ თქვენს მიერ გამოწერილი ამანათები ნაყიდია ერთი საიტიდან და მოხვდა ერთ რეისზე, ხოლო მათი ჯამური ღირებულება აღემატება 300 ლარს, ამ შემთხვევაში ექვემდებარება განბაჟებას.

როგორ ხდება განბაჟება?
განბაჟების პროცედურაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს, თუმცა, კომპანია მას დახმარებას გაუწევს დოკუმენტაციის მომზადებაში. ამ მომსახურების საფასური განისაზღვრება 7 ლარით თითოეულ დეკლარაციაზე. საბაჟო გადასახადის გადახდა კი 30 კალენდარული დღის განმავლობაში ნებისმიერ ბანკში შეგიძლიათ. შეგახსენებთ, რომ საბაჟო გადასახადი პროდუქციის ღირებულების და ტრანსპორტირების ჯამის 18%-ს შეადგენს. ამანათის განსაბაჟებლად საჭიროა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ნივთის ინვოისი.
თუ თქვენ არ ხართ საქართველოს მოქალაქე ამ შემთხვევაში უნდა წარადგინოთ დროებითი რეგისტრაციის ნომერი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: გასაბაჟებელი ამანათის განბაჟება-გატანა შეუძლია მხოლოდ მესაკუთრეს.
თუ თქვენ არ ხართ საქართველოს მოქალაქე ამ შემთხვევაში უნდა წარადგინოთ დროებითი რეგისტრაციის ნომერი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: გასაბაჟებელი ამანათის განბაჟება-გატანა შეუძლია მხოლოდ მესაკუთრეს.