ამერიკის საწყობის ცვლილება
07 2023
ძვირფასო მომხმარებელო,
გაცნობებთ, რომ მომსახურების დახვეწის მიზნით, კომპანია “ფოსტალონმა” შეიცვალა აშშ-ში პარტნიორი კომპანია და შესაბამისად - მისამართიც.
აშშ-ის ძველ მისამართზე მისული ამანათები სამი კვირის განმავლობაში გამოიგზავნება. ამ ვადის გასვლის შემდეგ “ფოსტალონი” პასუხისმგებლობას იხსნის ძველ მისამართზე მისულ ამანათებზე. გთხოვთ აღნიშნული გაითვალისწინოთ ონლაინ შოპინგის დროს და ჩაასწოროთ არსებული მისამართი ახლით.
განახლებული მონაცემები გთხოვთ იხილოთ პირად ექაუნთზე.
მადლობა, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით.