საყურადღებო ინფორმაცია

10 2022

ძვირფასო მომხმარებელო,

გაცნობებთ, რომ მთავრობის დადგენილებით, 14 მაისიდან საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის გაფორმებაზე საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად:

???? 300-დან 3 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე – 20 ლარი;
???? 3 000-დან 10 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე – 100 ლარი;
???? 10 000 ლარზე მეტი ღირებულების საქონელზე – 300 ლარი.

აქამდე 10 000 ლარამდე ღირებულების საფოსტო გზავნილებზე მოქალაქეები მომსახურების საფასურს არ იხდიდნენ.

ასევე გაცნობებთ, რომ ზემოაღნიშნული საფასურის გადახდის ქვითრის წარდგენის გარეშე, ფოსტალონის დეკლარანტი ვერ მოახდენს თქვენი ამანათის დეკლარაციის მომზადებას და შესაბამისად ვერ შეძლებთ ოფისიდან ამანათის გატანას.

 

მადლობა, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით.