აქცია უკრაინის დასახმარებლად

11 2022

ძვირფასო მომხმარებელო,

ფოსტალონი ერთვება საყოველთაო აქციაში უკრაინის დასახმარებლად. შეიძინეთ ნივთები ამერიკაში და გამოაგზავნეთ ფოსტალონის ამერიკის მისამართზე. ჩვენი კომპანია, ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან ერთად შევაგროვებთ ამ ჰუმანიტარულ დახმარებას და გავაგზავნით პოლონეთში, საიდანაც გაემგზავრება ტვირთი უკრაინაში. ამისათვის თქვენ უნდა შეიძინოთ ნივთები ამერიკაში და გამოაგზავნოთ ფოსტალონის საწყობში, სახელ და გვართან ერთად უნდა ჩაწეროთ #For Ukraine და აირჩიოთ, რომ არ გადაიფუთოს თქვენი ამანათი, რათა მარტივად გასარჩევი იყოს ჩვენი თანამშრომლებისთვის.

მოცემული გვაქვს მცირე სია რაც მოგვაწოდეს ჩვენმა უკრაინელმა მეგობრებმა :

  • ჰიდროფობიური საძილე ტომარა;
  • სამხედრო, ტაქტიკური, გარე ტანსაცმელი და აღჭურვილობა;
  • სამხედრო ფეხსაცმელი (რეგულარული და ტაქტიკური);
  • თერმო ტანსაცმელი;
  • კარვები;
  • საძილე ბალიშები - კემპინგის დროს, მიწის ბალიშები, საძილე ბალიშები, თერმული ბალიშები, საძილე ხალიჩები;
  • საძილე ტომრები;
  • საბნები;
  • ტაქტიკური ხელთათმანები;
  • პირველადი დახმარების ნაკრები.

ეს არის სია, რომელიც მოგვაწოდეს თავად უკრაინელებმა, ასევე შეგიძლიათ თქვენი სურვილით შეიძინოთ ნებისმიერი ნივთი, რასაც ჩათვლით საჭიროდ და გამოაგზავნოთ ფოსტალონის ამერიკის მისამართზე. სადაც მოხდება ამ ნივთების შეგროვება და ამერიკიდან გაიგზავნება პოლონეთში, პოლონეთიდან კი გაიგზავნება უკრაინაში. #For Ukraine