დაგვიანებული ამერიკა

10 2022

ძვირფასო მომხმარებელო,

გაცნობებთ, რომ ამერიკიდან იგვიანებს რეისები.  მიზეზი კი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებია. როგორც მოგეხსენებათ მთელი მსოფლიოდან იგზავნება ჰუმანიტარული დახმარება უკრაინის მიმართულებით. ამიტომ ავიაკომპანიების უმეტესობა ჩაერთო ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნაზე.

ჩვენც ჩამოგვაქვს კომპანია კარგოლუქსის ავიახაზებით, რომლის რეისების დიდი ნაწილი გადართულია ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებაზე. სამწუხაროდ ყოველივე ამის გამო, რეისებს ვიღებთ დაგვიანებით და შეფერხება შესაძლოა რამდენიმე კვირით გაგრძელდეს.

მიმდინარე დაგვიანებულ რეისებს ველოდებით შემდეგი კვირის განმავლობაში.

ბოდიშს გიხდით შექმნილი სიტუაციის გამო და ვიმედოვნებთ, რომ გაგებით მოეკიდებით აღნიშნულ ფაქტს. 

#prayforukraine #nowar #staystrong