ამანათის გარანტია (დაზღვევის პირობები)

გარანტია ამანათზე  გულისხმობს ამანათის გარეგანი დაზიანების ან დაკარგვისგან დაცვას. მომსახურება არ მოიცავს ამანათის გახსნას და შიგთავსის შემოწმებას.

ამ მომსახურების საფასური შეადგენს მომხმარებლის მიერ ამანათის დეკლარირებისას მითითებული თანხის 9,7%-, რომელიც მის მიერ გადასახდელ ტრანსპორტირების ღირებულებასთან ერთად ავტომატურად აესახება ბალანსზე.

მომსახურებით სარგებლობისთვის საჭიროა, კოპანიის საიტის ან მობილური აპლიკაციის ამანათების მართვის პანელში მოინიშნოს გარანტიის შესაბამისი ველი ამანათის საქართველოში ჩამოსვლამდე.

ამანათის დაკარგვის შემთხვევაში, კომპანია აანაზღაურებს ღირებულებას რეისის ჩამოფრენიდან 14 კალენდარული დღის ვადაში ამ ამანათის დეკლარაციაში მითითებული და მფლობელის მიერ წარდგენილი შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის (ინვოისის) საფუძველზე. ასანაზღაურებელი თანხა არ აღემატება მომხმარებლის მიერ დეკლარირებისას მითითებულ თანხას.

ზარალის ანაზღაურების ვალდებულება კომპანიის მხრიდან წარმოიშვება მხოლოდ ამანათის ამერიკის, გერმანიის ან ჩინეთის ოფისში მისვლისა და კომპანიის ელექტრონულ სისტემაში ასახვის შემთხვევაში. მისამართზე მისულად ჩაითვლება მხოლოდ ის ამანათი, რომელსაც გააჩნია მიტანის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი საფოსტო კომპანიების ვებგვერდებიდან.

მომსახურება არ ვრცელდება შუშის, ფაიფურისა და სხვა მსხვრევად ნივთებზე. თუ ამანათის გარე შეფუთვა არ არის  დაზიანებული, ნივთი კი მთლიანად ან ნაწილობრივ არის დაზიანებული, მომხმარებელი ვალდებულია მაინც გადაიხადოს მომსახურების საფასური და გაიტანოს ამანათი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას, აღნიშნულ მომხმარებელს მომსახურება შეუწყვიტოს.

გარანტია ამანათზე არ მოქმედებს იმ შემთხვევაში თუ: ამანათი არ გაიხსნა ოფისში მომხმარებლის მიერ და მოხდა მისი გატანა.

საკურიერო მომსახურების შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია: ამანათი გახსნას და შეამოწმოს ადგილზე კურიერის თანდასწრებით.