ფოსტალიონის გამოძახება

კომპანია ,,ფოსტალონი" გთავაზობთ უნიკალურ სერვისს - გამოიძახე ფოსტალიონი. 

მიუხედავად ონლაინ შოპინგის პოპულარობისა, ბევრისთვის ჯერ კიდევ უცნობია გამოწერის ინსტრუქცია. სწორედ ამიტომ კომპანია ,,ფოსტალონმა" დანერგა სრულიად  ახალი მომსახურების ფორმა, რომელიც გაუმარტივებს გამოწერის მსურველებს ონლაინ შოპინგში ჩართვის პროცესს.

ფოსტალიონის გამოძახების სერვისი გულისხმობს:

  • ის გესტუმრებათ შეთანხმებულ დროსა და ადგილზე.
  • გაგიწევთ კონსულტაციას ონლაინ შოპინგზე.
  • დაგარეგისტრირებთ ონლაინ მაღაზიების საიტებზე.

ფოსტალიონის პირველი გამოძახება უფასოა. ყოველი მომდევნო გამოძახების შემთხვევაში ღირებულება შეადგენს 20 ლარს.

ყურადღება მიაქციეთ და გაითვალისწინეთ! ფოსტალიონს არ აქვს უფლება გაეცნოს მომხმარებლის ბარათის მონაცემებს. გთხოვთ დაიცავით მოცემული მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას.