მომსახურების წესები და პირობები

ერთის მხრივ შპს „ფოსტალონში“ , შემდგომში ექსპედიტორი კომპანია, ვებ-გვერდი: https://postalon.com/ ტელ: + 250-00-60 მისამართი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას N27 და მომხმარებელი: ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს შპს „ფოსტალონი“-ის გადაზიდვის სერვისით და მინიჭებული აქვს მომხმარებლის (SUIT)ნომერი. რომელიც დაფიქსირებულია ტვირთის ჩამოსვლისას თანდართულ საერთო კომერციულ ინვოისში, საბაჟო დოკუმენტაციაში და შპს „ფოსტალონში“ მონაცემთა ბაზაში, დებენ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:

მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი

1.1 წინამდებარე ხელშეკრულება არეგულირებს მხარეთა შორის ურთიერთობებს, რომელიც წარმოიშობა ექსპედიტორის მიერ შემკვეთისათვის (მომხამარებლისათვის) ტვირთის გადაზიდვისა და საექსპედიციო მომსახურების პროცესში.
1.2  მომსახურება მოიცავს: შემკვეთის მიერ გადაგზავნილი და ექსპედიტორის მიერ მიღებული ტვირთის საქართველოში საექსპედიციო გადაზიდვას, ექსპედიტორი კომპანია მომსახურებას უზრუნველყოფს თავისი სახელით, შემკვეთის ხარჯზე.
1.3 შპს „ფოსტალონი“ -ს ვებ-გვერდზე მომხმარებლის რეგისტრაცია უფასოა და ნებაყოფლობითი. მომსახურების პირობები საჯაროა. ექსპედიტორი კომპანიით მომსახურებით სარგებლობა ნიშნავს, რომ მომხმარებელი დაეთანხმა აღნიშნული ხელშეკრულების პირობებს, მხოლოდ მისი გაცნობის შემდეგ. მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის დროს მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია კონფიდენციალურია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი მოითხოვს ასეთი ინფორმაციის გასაჯაროებას ან მისი სხვა ფორმით გადაცემას.


მუხლი 2. მომსახურების საფასური,დაანგარიშება და გადახდა

2.1 ტრანსპორტირების ღირებულება ანგარიშდება ამანათების რეალური წონით,გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამანათის წონა და ზომა აღემატება ამანათისთვის დამახასიათებელ ზომებსა და წონას. ფასები დეტალურად იხილეთ ბმულზე: https://postalon.com/text-15.html თუ ამანათის მოცულობითი წონა (სიგრძე * სიგანე * სიმაღლე / 6000 - სანტიმეტრებში) მნიშვნელოვნად აღემატება რეალურ წონას, გამოიყენება ტრანსპორტირების ღირებულების გამოანგარიშების საერთაშორისო წესი, რომელიც ითვალისწინებს ღირებულების გადახდას მოცულობით და რეალურ წონებს შორის მაქსიმალურით. ტვითის სპეციფიკიდან გამომდინარე შპს „ფოსტალონი“ იტოვებს უფლება დამოუკიდებლად შეცვალოს წინამდებარე პირობა შემკვეთთან (მომხამარებელთან) შეთანხმების გარეშე .
2.2 სავალდებულოა გადახდა განხორციელდეს მხოლოდ შპს „ფოსტალონში“ ვებ–გვერდზე მითითებული გადახდის მეთოდებით. სხვა შემთხვევაში თანხის მიღების დადასტურება დროულად არ მოხდება, რაც გამოიწვევს ამანათების გაცემა/დარიგებისას შეფერხებას.
2.3 წონის დამრგვალება ხორციელდება 100 გრამამდე, ხოლო გერმანიის შემთხვევაში მინიმალური წონის დამრგვალება ხორციელდება 300 გრამამდე.
2.4 მხარეთა შორის ანგარიშსწორება ხორციელდება ტვირთის ექპედიტორის საწყობში შესვლის ან ტვირთის ჩამოტანის შემდეგ, არაუგვიანეს 5 დღეში. ვადის გადაცილების შემდეგ ტვირთს ყოველდღიურად დაერიცხება შენახვის საკომისიო 1 ლ/კგ-ზე.
2.5 შემკვეთი იურიდიული პირის შემთხევაში, ექსპედიტორის მიერ გამოწერილი ინვოისის საფუძველზე, გადაუხდის თანხას რომელიც გამოიანგარიშება ყოველი კონკრეტული ტვირთის გადაზიდვის შემთხვევაში.
2.6 მომხმარებლის ანგარიშზე დავალიანების არსებობის შემთხვევაში, ცალკეული ამანათის მიღება არ ხდება დავალიანების სრულად დაფარვამდე.
2.7 იმ შემთხვევაში, თუ გერმანიაში, ჩინეთში ან ამერიკაში მიღებული ამანათის/ტვირთის მოცულობითი ან რეალური წონა 10 კგ-ს აჭარბებს, კომპანიას უფლება აქვს შეაჩეროს ამანათის/ტვირთის გამოგზავნა საავანსო თანხის ჩარიცხვამდე.

მუხლი 3. შემკვეთი ანუ მომხმარებელი ვალდებულია:

3.1 რეგისტრაციისას აუცილებელია მომხამარებელმა პერსონალური მონაცემები სწორად შეავსოს. მომხმარებლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი შესაბამისობაში უნდა იყოს ერთმანეთთან.
3.2 ამანათის სწორად დეკლარირებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.
3.3 გზავნილის დეკლარირება უნდა მოხდეს დროულად - მას შემდეგ, რაც ტვირთი აისახება პირად ოთახში.
3.4 დეკლარაციაში ნივთის ღირებულება და დასახელება მითითებული უნდა იქნას სწორად. საბაჟო გადასახადებისაგან თავის არიდების მიზნით, შეცდომით დადეკლარირებულ ამანათზე საბაჟო დაგაკისრებთ ჯარიმას, პირველ შემთხვევაზე ღირებულების 40%-ს, ხოლო მომდევნოზე 100%-ს.
3.5 ამანათი განბაჟებას ექვემდებარება იმ შემთხვევაში თუ მისი წონა აღემატება 30 კგ-ს, ღირებულება 300 ლარს ან/და 3 ან 3 ცალზე მეტი ერთგვაროვანი ნივთია .
3.6 საფრთხისშემცველი ტვირთის არსებობისას, შემკვეთმა უნდა გააფრთხილოს ექსპედიტორი საფრთხის ზუსტი სახეობის შესახებ და აუცილებლობის შემთხვევაში, მიუთითოს მას უსაფრთხოების ზომებზე.
3.7 ტვირთი, რომლის საფრთხეშემცველობის შესახებ არ იცოდა ექსპედიტორმა, შეიძლება ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას გადმოიტვირთოს, განადგურდეს ან გაუვნებელდეს ზიანის ანაზღაურების მოვალეობის დაუკისრებლად.
3.9 შემკვეთი ვალდებულია ამანათის მიღებამდე გადაამოწმოს ამანათის შიგთავსი. ოფისიდან გასვლის შემდეგ პროდუქციის დაზიანების შესახებ პრეტენზიები აღარ განიხილება.

4. ამანათების ზომაში შემცირების სერვისი

4.1 გადაფუთვის სერვისი მოქმედებს აბსოლუტურად ყველა სახის ნივთზე, რომელიც არ არის დაზიანებადი (იხ. პუნქტი 8.7). მოცემული სერვისი მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ შემკვეთი ანგარიშში (ექუნთი) ამანათის მისვლამდე წინასწარ დაამატებს Tracking number-ს. სერვისი არ იმოქმედების იმ შემთხვევაში თუ მომხარებელი დეკლარირებისას გამორთავს გადაფუთვის სერვისს ღილაკს.
4.2 არ ხდება რამოდენიმე გზავნილის ერთად გაერთიანება ერთ ან რამოდენიმე ყუთში.
4.3 არ ხდება ამანათში არსებული პროდუქციის ქარხნული ყუთების გახსნა და ამგვარად შემცირება, ასევე არ ხდება ამანათის ზომაში შემცირება მასში მოთავსებული საიზოლაციო და უსაფრთხოების მასალის ამოღების ხარჯზე.
4.4 არ ხდება მსხვრევადი პროდუქციის და ელექტრო ტექნიკის ამანათების შემცირება უსაფრთხოების მიზნით.

მუხლი 5. საკურიერო მომსახურება

5.1 ამანათის მითითებულ მისამართზე მიტანა ხორციელდება მხოლოდ ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით, საკურიერო მომსახურება არ ვრცელდება გასაბაჟებელ ამანათებზე.
5.2 ტვირთის ცენტრალურ ოფისში შემოსვლიდან ორ სამუშაო დღეში მოხდება ამანათის მიტანა მითითებულ მისამართზე.
5.3 საკურიერო მომსახურება ხორციელდება მხოლოდ იმ ამანათებზე, რომლის ტრანსპორტირების ღირებულებაც გადახდილია ამანათის გამოგზავნიდან მაქსიმუმ სამი დღის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში საკურიერო მომსახურება არ ხორციელდება.ამანათის სასურველ მისამართზე მისაღებად საჭიროა წინასწარ მონიშნოთ „კურიერის გამოძახების“ სერვისი.
5.4 თუ მომხმარებელს სურს ამანათის სხვა მისამართზე მიღება, ტვირთის ჩამოსვლამდე პირად ანგარიშში უნდა შეცვალოს მისამართი.
5.5 კურიერს ამანათი მიაქვს მხოლოდ ერთხელ.
5.6 მისამართზე მოსვლამდე კურიერი დარეკავს მომხმარებლის ექაუნთზე დაფიქსირებულ მობილურის ნომერზე, რათა გადასცეს მომხმარებელს ამანათი. თუ დაკავშირება რამოდენიმე წუთის განმავლობაში ვერ მოხდა მომხმარებლის ან სატელეკომუნიკაციო კომპანიის მიზეზით, კურიერი წაიღებს ამანათს საწყობში, საიდანაც მომხმარებელი ვალდებულია თავად გაიტანოს ამანათი.
5.7 საკურიერო სერვისის განრიგი თბილისის მასშტაბით განისაზღვრება ყოველი კონკრეტული რეისისთვის.

მუხლი 6. ავია რეისების განრიგი, გადახდის და ამანათის მიღების პერიოდი

6.1 ამერიკიდან ამანათები იგზავნება კვირაში სამჯერ: ორშაბათი, სამშაბათი და ხუთშაბათი. გერმანიიდან ამანათები იგზავნება კვირაში ერთხელ: შაბათი. ჩინეთიდან ამანათები იგზავნება კვირაში ორჯერ: სამშაბათი, პარასკევი. აღნიშნული ავიარეისების განრიგი არ არის ფიქსირებული და კომპანია პასუხისმგებლობას არ იღებს ფორსმაჟორული სიტუაციების შემთხვევაში რეისების დაგვიანებაზე (მაგ.: რთული მეტეოროლოგიური პირობები, ავია კომპანიის მიერ გაუქმებული ან შეცვლილი განრიგი და ა.შ.), ასევე დღესასწაულებთან დაკავშირებულ გადატვირთვებზე ავია კომპანიებში.
6.2 ტრანსპორტირების ხანგრძლივობა შეადგენს 4-14 დღეს.
6.3 Left in Individual , In/At Mailbox და front door სტატუსით დატოვებულ ამანათებზე პასუხისმგებლობას არ იღებს შპს „ფოსტალონი“
6.4 ამერიკის,ჩინეთის და გერმანიის საწყობებში მისული ამანათები, რომლებიც: დაუდეკლარირებელია, უსუიტოა და ვერ ხდება იდენთიფიცირება,მოტყუებით არის გაგზავნილი შპს „ფოსტალონის“ მისამართზე ასევე ვერ ხდება უკან გაგზავნა, უკან გაგზავნის იარლიყის(return label) არ ქონის გამო, საწყობში ინახება მხოლოდ 60 დღის განმავლობაში.ამ ვადის გასვლის შემდეგ ექვემდებარება განადგურებას.
6.5 ამერიკის საწყობში მისული აკრძალული პროდუქცია, რომელიც არ ექვემდებარება ტრანსპორტირებას, საწყობში ინახება მხოლოდ 30 დღის ვადით შემდგომ ექვემდებარება განადგურებას .
6.6 ტრანსპორტირების ღირებულების ინვოისი აისახება პირად ოთახში.

მუხლი 7. ფილიალში ამანათის მიღების პირობები

7.1 ამანათის გასატანად საჭიროა თვითმომსახურების ტერმინალში შეიყვანოთ QR ან ექვსნიშნა კოდი;
7.2 ექვსნიშნა კოდს მიიღებთ SMS-ის საშუალებით, კომპანიის ბაზაში არსებულ საკონტაქტო მონაცემებზე, რეისის ჩამოსვლის დროს; QR კოდი იხილეთ აპლიკაციაში.
7.3 QR და ექსვნიშნა კოდების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია! კოდების მესამე პირისთვის გადაცემის/გამჟღავნების შემთხვევაში, კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას გაცემულ ამანათებზე;
7.4 თვითმომსახურების ტერმინალით ამანათების გასატანად აუცილებელია ტრანსპორტირების საფასური სრულად იყოს დაფარული;
7.5 განსაბაჟებელი ამანათის გატანა შესაძლებელია მხოლოდ მინდობილობის წარდგენის შემთხვევაში იმ შემთხვევში თუ თავად შემკვეთი არ გამოცხადდება ამანათის მისაღებად.
7.6 ამანათის ოფისიდან გატანის სურვილის შემთხვევაში, არ უნდა ქონდეს კურიერის გამოძახება ჩართული.
7.7 ფიზიკურ პირებზე ამანათის გადაცემის დამოწმება ხდება მომხმარებლის მიერ პირადობის ან პასპორტის წარდგენით და ხელმოწერით ქაღალდის ბლანკზე.

მუხლი 8. ამანათის გარანტია

8.1 აღნიშნული მომსახურება გულისხმობს ამანათის გარეგანი დაზიანების ან დაკარგვისგან დაცვას. სერვისში არ შედის ამანათში არსებული პროდუქციის შემოწმება დაზიანებაზე ან მუშაობის ვარგისიანობაზე.
8.2 გარანტია მოქმედებს იმ შემთხვევაში თუ ტვირთი დაზიანდა ტრანსპორტირებისას. ანაზღაურება მოხდება მხოლოდ ორიგინალი ინვოისის წარდგენის შემდეგ.
8.3 ანაზღაურება არ მოხდება თუ ამანათი დაზიანებული მივიდა საწყობში.
8.4 საგარანტიო თანხა შეადგენს მომხმარებლის მიერ ამანათის დეკლარირებისას მითითებული თანხის 3,5%-ს, რომელიც მის მიერ გადასახდელ ტრანსპორტირების ღირებულებასთან ერთად ავტომატურად აესახება ბალანსზე. ნივთის დაზიანების შემთხვევაში კოპანია ანაზღაურებს მომხმარებლის მიერ დეკლარირებისას მითითებულ თანხის 100%-ს.
8.6 გარანტია ეხება მხოლოდ ჩინეთის, ამერიკის, გერმანიის საწყობში მისვლის შემდეგ დაზიანებულ ტვირთს.
8.7 მომსახურება არ გავრცელდება შემდეგი სახის პროდუქციაზე: (მაგ. შუშა, ეკრანი, ჭურჭელი, ფაიფური, ჭაღი, ბრა და ა.შ.), თუ ვიზუალურად ამანათის ყუთი დაზიანებული არ არის. იმ შემთხვევაში, თუ მოხდა ამანათის შიგთავსის ან მისი ნაწილობრივი დაზიანება (შუშის, ეკრანის და ა.შ. გატეხვა, გაბზარვა....) და ამავე დროს გარეგნულად ამანათი დაზიანებული არ არის, მიმღები (მფლობელი) ვალდებულია მაინც გადაიხადოს ტრანსპორტირების ღირებულება და გაიტანოს აღნიშნული ამანათი, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას დაუყოვნებლივ შეუწყვიტოს აღნიშნულ მომხმარებელს მომსახურება, მისი შემდგომი განუახლებლობის პირობით.
8.8 ზარალის დადგომის შემთხვევაში, ასანაზღაურებელი თანხა ლიმიტირებულია პროდუქციის ღირებულებით, რაც პროდუქციის შესყიდვის დამადასტურებელ დოკუმენტშია აღნიშნული და არ აღემატება მომხმარებლის მიერ დეკლარირებისას მითითებულ თანხას.
8.9 ზარალის შემთხვევაში, თანხის ანაზღაურება რეისის ჩამოფრენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში ხდება.
8.10 მისამართზე მისულად ითვლება მხოლოდ ის ამანათი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი მიტანის დამადასტურებელი ხელმოწერილი დოკუმენტი ან ამონაწერი საფოსტო კომპანიების ვებ-გვერდებიდან
8.11 გარანტია ამანათზე არ მოქმედებს იმ შემთხვევაში თუ: ამანათი არ გაიხსნა ოფისში მომხმარებლის მიერ და მოხდა მისი გატანა.

მუხლი 9. განბაჟება

9.1 დეკლარირება (პროდუქციის გამომგზავნის დასახელების, სასაქონლო კოდის და ფასის მითითება) სავალდებულოა. ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მომხმარებელს.
9.2 ტვირთის განბაჟების პროცედურებზე პასუხისმგებელია მომხმარებელი, თუმცა კომპანია გაუწევს მომხმარებელს დახმარებას გამარტივებული საბაჟო პროცედურებით სარგებლობისას.
9.3 სავალდებულოა შპს ფოსტალონის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდა განბაჟების პროცედურების დასრულებისთანავე
9.5 იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო სამსახური ან ფინანსთა სამინისტრო დააკისრებს საჯარიმო სანქციას შპს ფოსტალონს მომხმარებლის მიერ მომსახურების პირობების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის გამო (მაგ.: პროდუქციის არასრული ან არაზუსტი დეკლარირება), კომპანია უფლებას იტოვებს აღნიშნული ჯარიმის გადახდა დააკისროს მომხმარებელს.
9.6 იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ დაემორჩილება აკრძალვას და აკრძალულ პროდუქციას მაინც გამოგზავნის, კომპანია „ფოსტალონი“ მსგავსი პროდუქციის ჩამოტანაზე ან გამომგზავნისთვის დაბრუნებაზე პასუხისმგებლობას არ იღებს. ასეთი შემთხვევა ჩაითვლება მომსახურების პირობების დარღვევად, მომხმარებელს დაეკისრება ჯარიმა კომპანიისთვის მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობით და შეუწყდება მომსახურება.
9.7 იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი ამანათს არ განაბაჟებს საბაჟოზე შემოსვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, ამანათი გადაეცემა სახელმწიფოს კუთვნილებაში

მუხლი . 10 პროდუქცია რომლის ტრანსპორტირებაც აკრძალულია

10.1 იხილეთ _ბმული პროდუქციის ჩამონათვალი, რომლის ტრანსპორტირებაც აკრძალულია. მომხმარებლის მხრიდან აკრძალული პროდუქციის გამოგზავნის შემთხვევაში კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას პროდუქციის საქართველოში გამოგზავნაზე ან უცხოეთში საბაჟოს მხრიდან პროდუქციის კონფისკაციაზე.
10.2 იმ შემთვევაში თუ მომხმარებელი მაინც გაგზავნის აკრძალულ პროდუქციას, კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას ამანათის გამომგზავნ-მაღაზიასთან ან კერძო პირთან ამანათის დაბრუნებაზე. აღნიშნული დარღვევა ჩაითვლება მომსახურების პირობების დარღვევად, რაც გამოიწვევს მომსახურების უპირობო შეწყვეტას და მომხმარებლისთვის საჯარიმო სანქციების დაკისრებას, რაც განისაზღვრება შპს ფოსტალონის მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობით.

მუხლი 11. სხვა შეზღუდვები და პირობები

11.1 მომხმარებლის ან ნებისმიერი მოქალაქის მხრიდან, შეურაწმყოფელი გამონათქვამების გამოყენება, კომპანიის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელება, სხვა საექსპედიტორო კომპანიის პირდაპირი ან ირიბი რეკლამირება, როგორც ელ–ფოსტით, ასევე ტელეფონზე, ჩათით ან თანამშრომლების მიმართ პირადად, ასევე კომპანიის ფეისბუკის გვერდზე გამოიწვევს მომხმარებლის ან გამოვლენილი მოქალაქის სერვისის დაუყოვნებლივ და უპირობო შეწყვეტას, ხოლო კომპანიის ფეისბუკის გვერდებიდან მის მიერ გავრცელებული ტექსტის ან კომენტარის გაუქმებას და ბლოკირებას.
11.2 ყველა ინფორმაცია და პირობა რომელიც https://postalon.com/ -ს ვებ–გვერდზეა განთავსებული, მათ შორის ტექსტური მასალა ხშირად დასმულ კითხვების განყოფილებიდან და მომსახურების პირობების გვერდიდან ნამდვილია და წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. მომსახურების პირობები ითვლება კომპანიასა და მომხმარებელს შორის დადებულ შეთანხმებად. აღნიშნული პირობების მომხმარებლისთვის წარდგენის მომენტიდან, კომპანიის ვებ–გვერზე შესაბამისი „ვეთანხმები“ ღილაკის დაჭერით.
11.3 შპს „ფოსტალონი არ იღებს პასუხისმგებლობას ჩინეთიდან, ამერიკიდან და გერმანიიდან საქართველოში ამანათის ტრანსპორტირებაზე თუ პროდუქციის გამოწერისას მომხმარებელი დაუშვებს შეცდომას და მისამართს მიუთითებს არასრულად ან არასწორად. მომხმარებლის მხრიდან მისამართის ცვლილება დაუშვებელია და ის უნდა ჩაიწეროს ზუსტად ისე, როგორც მოცემულია მომხმარებლის გვერდზე.
11.5 შპს ფოსტალონი უფლებას იტოვებს მოახდინოს მომხმარებელთან ურთიერთობის ჩაწერა და დამახსოვრება ინტერნეტის, სატელეკომუნიკაციო თუ ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების ყველა სახეობის საშუალებით, მათ შორის ელ–ფოსტით გამოგზავნილი წერილების, ჩათით ან ტელეფონით საუბრები, ფეისბუკის კომენტარები, რაც შესაძლოა კომპანიამ გამოიყენოს მისი უფლებების დაცვის მიზნით მომხმარებელთან სასამართლო ან სხვა დავის წარმოქმნის შემთხვევაში.
11.6 მომხმარებელი ეთანხმება, რომ მის მიერ ამანათის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტები (პირადობა, პასპორტი, ბანკის ქვითარი) არის უტყუარი და ამ დოკუმენტების ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მომხმარებელს.
11.8 მომხმარებლის პირადი ინფორმაცია დაცულია. „პერსონალური მონაცემთა შესახებ“ საქართველოს კანონით კომპანია არ გადასცემს მესამე მხარეს მომხმარებლის შესახებ რაიმე სახის ინფორმაციას სასამართლო დადგენილების გარეშე.
11.9 შპს ფოსტალონი უფლებას იტოვებს კლიენტის წინასწარი ინფორმირების შემდეგ, მასთან შეთანხმების გარეშე, შეცვალოს მომსახურების მიწოდების პირობები ან შეუწყვიტოს მომხმარებელს მომსახურების მიწოდება.
11.10 მომხმარებლის სახელი, გვარის და პირადი ნომრის შეცვლა ხორცილედება თავად მომხარებლის მიერ და თავად მომხმარებელი აგაბს პასუხს მის სიზუსტესა და სისწორეზე.
11.11 ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან ერთად, მომხმარებლისა და ექსპედიტორის უფლება-მოვალეობები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.