ამანათის მიღების წესი

  • 1. საზღვარგარეთ, პარტნიორი კომპანიის (მაგ. Green bird ltd) მისამართზე მისულად და ჩაბარებულად ითვლება შემკვეთის/მომხმარებლის მხოლოდ ის ტვირთი/ამანათი, რომლის მიღება-ჩაბარებაც დადასტურებულია შესაბამისი ჩაბარების დოკუმენტით, იმ პირობით რომ ჩაბარების დოკუმენტზე სავალდებულოა დაფიქსირებული იყოს პარტნიორი კომპანიის (მაგ. Green bird ltd)  უფლებამოსილი პირების  მიერ ფურცელზე ან ელექტრონულ მოწყობილობაზე - შესრულებული ავთენტური/ნამდვილი ხელმოწერა. ელექტრონული მოწყობილობის კლავიატურაზე, სიმბოლოების სახით აკრეფილი ხელმოწერა არ ჩაითვლება ტვირთის ჩაბარების დასტურად. ამანათის ჩაბარების დასტურად ასევე არ ჩაითვლება ის შემთხვევა, როდესაც საზღვარგარეთ მოქმედი ფოსტის (მაგალითად, UPS, USPS, FEDEX და ა.შ.) კურიერი, ექსპედიტორის პარტნიორი კომპანიის უფლებამოსილი პირის ნაცვლად, მოწყობილობაზე, ან ფურცელზე, მოაწერს ხელს.
  • 2. თავის მხრივ, ექსპედიტორი პასუხს აგებს მხოლოდ იმ ამანათებზე/ტვირთებზე, რომელთა თრექინგ ნომრებიც  ექსპედიტორის ვებ-გვერდზე, შემკვეთის „პირად ოთახში“ აისახება (გამოჩნდება).
  • 3. ექსპედიტორი არ იღებს პასუხისმგებლობას ტვირთზე/ამანათზე, იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი(საზღვარგარეთ მოქმედი)  საფოსტო/საკურიერო სამსახურები საზღვარგარეთ არსებულ პარტნიორ კომპანიასთან მისამართზე ტვირთს/ამანათს მიიტანენ  არასამუშაო დღის ან არასამუშაო საათების განმავლობაში (სამუშაო დღეებია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00-მდე, ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფისისათვის დამატებით შაბათი - 14:00-დან 17:00-მდე) ან/და დატოვებენ ამანათს ხელმოწერის გარეშე კართან/კარის წინ ზღურბლზე, ტროტუარზე, ან ქუჩაში (ე.წ. „DOCK“-ზე, Left in Individual, In/At Mailbox და Front door). ამგვარი სახით დატოვებული ტვირთი/ამანათი არ ჩაითვლება ექსპედიტორის/საზღვარგარეთ არსებული პარტნიორი კომპანიის მიერ მიღებულად და შესაბამისად, მასზე შპს "ფოსტალონ"-ს პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრება.
  • 4. ასევე, ექსპედიტორი არ იღებს პასუხისმგებლობას ტვირთზე/ამანათზე, იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი(საზღვარგარეთ მოქმედი) საფოსტო/საკურიერო სამსახურები საზღვარგარეთ არსებულ პარტნიორ კომპანიასთან მისამართზე ტვირთს/ამანათს მიიტანენ  სამუშაო დღის და სამუშაო საათების განმავლობაში (სამუშაო დღეებია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00-მდე, ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფისისათვის დამატებით შაბათი - 14:00-დან 17:00-მდე), მაგრამ დატოვებენ ამანათს ხელმოწერის გარეშე კართან/კარის წინ ზღურბლზე, ტროტუარზე, ან ქუჩაში (ე.წ. „DOCK“-ზე, Left in Individual, In/At Mailbox და Front door). ამგვარი სახით დატოვებული ტვირთი/ამანათი არ ჩაითვლება ექსპედიტორის/საზღვარგარეთ არსებული პარტნიორი კომპანიის მიერ მიღებულად და შესაბამისად, მასზე შპს "ფოსტალონ"-ს პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრება.