სიახლეები

 

შპს “ფოსტალონ”

აგვისტო 2020

 

მობილური აპლიკაციის დეველოპმენტი

 

ტენდერის გამოცხადების თარიღი

25 აგვისტო,2020– 10:00

ტენდერის დასრულების თარიღი 

8 სექტემბერი,2020– 18:00

 

 

 

  1. ზოგადი ინფორმაცია

შპს „ფოსტალონ“ (შემდგომში შემსყიდველი) სწრაფად მზარდი საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანiაა, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს  საქართველოს 5 რეგიონში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ამანათების ტრანსპორტირების სერვისს ამერიკიდან, გერმანიიდან და ჩინეთიდან, რომელთა მიღება შესაძლებელია, როგორც კომპანიის ოფისებში, ასევე სასურველ მისამართზე.

გაცნობებთ, რომ შპს „ფოსტალონ“ აცხადებს ტენდერს მობილური აპლიკაციის განვითარების მომსახურების   შესყიდვის შესახებ და იწვევს შესყიდვით  დაინტერესებულ პირებს/კომპანიებს ღია  ტიპის ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.  

              

  1. შესყიდვის  პირობები და აუცილებელი მოთხოვნები:

შესყიდვის ობიექტი:

N

მომსახურება

რაოდენობა

1

მობილური აპლიკაციის დეველოპმენტი ანდროიდისთვის

1

2

მობილური აპლიკაციის დეველოპმენტი IOS-თვის

1

 

  • მობილური აპლიკაციის დეველოპმენტი უნდა დაეყრდნოს არსებულ დიზაინებს და დაინტეგრირდეს ბექ-ენდის ვებ სერვისთან
  • მობილური აპლიკაცია უნდა იყოს iOS და ANDROID სისტემებზე თავსებადი (Android 4.4; iOS 11 და მის შემდეგ გამოსულ უახლეს ვერსიებზე)
  • მობილური აპლიაკაცია უნდა შეიქმნას შემდეგი ფუნქციონალით:
  • ავტორიზაცია,
  • რეგისტრაცია
  • ამანათების თრექინგი
  • ამანათების მიღება
  • პროფაილი
  • ბალანსი
  • ნოტიფიკაციები
  1. ანგარიშსწორების პირობები
  • შპს „ფოსტალონ“ გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმებს ერთჯერადი ხასიათის ნასყიდობის ხელშეკრულებას შემდეგი სავალდებულო პირობების გათვალისწინებით:
  • ტენდერში მოწოდებული  ფასების და პირობების ფიქსირება/ უცვლელობა;
  • ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3-5 კალენდარული დღის ვადაში;
  1. პრედენტენტის მიერ მოსაწოდებელი დოკუმენტაცია

მოცემულ ტენდერში მონაწილეობის მისარებად  პრედენდენტმა უნდა მიაწოდოს „შემსყიდველს“  ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი შემდეგი დოკუმენტაცია:

  • რეკვიზიტები და საკონტაქტო ინფორმაცია კომპანიის ტიტულიან ფურცელზე, ასევე:
    • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ მოკლე ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერა, გამოცდილება)-
    • განხორციელებული პროექტების ჩამონათვალი ანალოგიური მომსახურებაზე
  • უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დანართები:

დანართი №1 - ხარჯთაღრიცხვა

 

5.გამარჯვებულის გამოვლენა

სატენდერო კომიტეტი განიხილავს წარმოდგენილ ყველა სატენდერო წინადადებას და გამარჯვებულად გამოავლენს კომპანიას, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

  • ფასი
  • გამოცდილება და კვალიფიკაცია
  • მოწოდების ვადები

6.დამატებითი ინფორმაცია

  • პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ;
  • შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა და/ან წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება;
  • მიუხედავად შედეგებისა, ტენდერში მონაწილე ყველა კომპანია ინფორმირებული იქნება ტენდერის შედეგების შესახებ;

 

სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა:  2020 წლის 8 სექტემბერი - 18:00 საათი.

 

საკონტაქტო პირი:

კონსტანტინე ღოღობერიძე

დირექტორი

Email: info@postalon.com

 

 

Postalon
x