განბაჟება

საქართველოს კანონმდებლობით განბაჟებას ექვემდებარება 300 ლარის ან მეტი ღირებულების, 30კგ ან მეტი წონის ან სამი და სამზე მეტი ერთგვაროვანი საქონელი. 

ძვირფასო მომხმარებლებო,  გთხოვთ გაითვალისწინოთ: თუ თქვენს მიერ გამოწერილი ამანათები მოხვდა ერთ რეისზე, ხოლო მათი ჯამური ღირებულება აღემატება 300 ლარს, ამ შემთხვევაში ექვემდებარება განბაჟებას.

საქართველოში ერთი რეისით შემოსული სხვადასხვა ვებ-გვერდზე შეძენილი ნივთები, რომელთა ჯამური ღირებულება აღემატება 300 ლარს, არ ექვემდებარება განბაჟებას.

განბაჟების პროცედურაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს, თუმცა, კომპანია მას დახმარებას გაუწევს დოკუმენტაციის მომზადებაში. ამ მომსახურების საფასური განისაზღვრება 7 ლარით თითოეულ დეკლარაციაზე.

დეკლარაციის მოსამზადებლად, საჭიროა წინასწარ გქონდეთ გადახდილი 20 ლარი, ერთიან სახაზინო კოდზე (707017021)

დეკლარირება (პროდუქციის გამომგზავნის დასახელების, სასაქონლო კოდის და ფასის მითითება) სავალდებულოა. ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მომხმარებელს.

სავალდებულოა შპს ფოსტალონის  მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდა განბაჟების პროცედურების დასრულებისთანავე

იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო სამსახური ან ფინანსთა სამინისტრო დააკისრებს საჯარიმო სანქციას შპს ფოსტალონს მომხმარებლის მიერ მომსახურების პირობების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის გამო (მაგ.: პროდუქციის არასრული ან არაზუსტი დეკლარირება), კომპანია უფლებას იტოვებს აღნიშნული ჯარიმის გადახდა დააკისროს მომხმარებელს.

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ დაემორჩილება აკრძალვას და  აკრძალულ პროდუქციას მაინც გამოგზავნის, კომპანია „ფოსტალონი“ მსგავსი პროდუქციის ჩამოტანაზე ან გამომგზავნისთვის დაბრუნებაზე პასუხისმგებლობას არ იღებს. ასეთი შემთხვევა ჩაითვლება მომსახურების პირობების დარღვევად, მომხმარებელს დაეკისრება ჯარიმა კომპანიისთვის მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობით და შეუწყდება მომსახურება.

იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი ამანათს არ განაბაჟებს საბაჟოზე შემოსვლიდან  30 კალენდარული დღის ვადაში, ამანათი გადაეცემა სახელმწიფოს კუთვნილებაში.