საკურიერო მომსახურება

ამანათის მითითებულ მისამართზე მიტანა ხორციელდება მხოლოდ ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით, საკურიერო მომსახურება არ ვრცელდება გასაბაჟებელ ამანათებზე.

ტვირთის ცენტრალურ ოფისში შემოსვლიდან  ორ-სამ სამუშაო დღეში მოხდება ამანათის მიტანა მითითებულ მისამართზე. 

საკურიერო მომსახურება ხორციელდება მხოლოდ იმ ამანათებზე, რომლის ტრანსპორტირების ღირებულებაც გადახდილია ამანათის გამოგზავნიდან მაქსიმუმ სამი დღის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში საკურიერო მომსახურება არ ხორციელდება.ამანათის სასურველ მისამართზე მისაღებად საჭიროა წინასწარ მონიშნოთ „კურიერის გამოძახების“ სერვისი.

თუ მომხმარებელს სურს ამანათის სხვა მისამართზე მიღება, ტვირთის ჩამოსვლამდე პირად ანგარიშში უნდა შეცვალოს მისამართი.

კურიერს ამანათი მიაქვს მხოლოდ ერთხელ.

მისამართზე მოსვლამდე კურიერი დარეკავს მომხმარებლის გვერდზე დაფიქსირებულ მობილურის ნომერზე, რათა გადასცეს მომხმარებელს ამანათი. თუ დაკავშირება რამოდენიმე წუთის განმავლობაში ვერ მოხდა მომხმარებლის ან სატელეკომუნიკაციო კომპანიის მიზეზით, კურიერი წაიღებს ამანათს საწყობში, საიდანაც მომხმარებელი ვალდებულია თავად გაიტანოს ამანათი.

საკურიერო სერვისის განრიგი თბილისის მასშტაბით განისაზღვრება ყოველი კონკრეტული რეისისთვის.

საკურიერო მომსახურების შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია: ამანათი გახსნას და შეამოწმოს ადგილზე კურიერის თანდასწრებით.

იმ შემთხვევაში თუ ამანათის გარეგანი დაზიანება არ დაფისქსირდა გადაცემის მომენტში, პროდუქციის დაზიანების ან დანაკლისის შესახებ პრეტენზიები აღარ განიხილება.