გარანტია ამანათზე

აღნიშნული მომსახურება გულისხმობს ამანათის გარეგანი დაზიანების ან დაკარგვისგან დაცვას. სერვისში არ შედის ამანათში არსებული პროდუქციის შემოწმება დაზიანებაზე ან მუშაობის ვარგისიანობაზე.

გარანტია მოქმედებს იმ შემთხვევაში თუ ტვირთი დაზიანდა ტრანსპორტირებისას. ანაზღაურება მოხდება მხოლოდ ორიგინალი ინვოისის წარდგენის შემდეგ.

ანაზღაურება არ მოხდება თუ ამანათი დაზიანებული მივიდა საწყობში.

საგარანტიო თანხა შეადგენს  მომხმარებლის მიერ ამანათის დეკლარირებისას მითითებული თანხის 3,5%-ს, რომელიც მის მიერ გადასახდელ ტრანსპორტირების ღირებულებასთან ერთად ავტომატურად აესახება ბალანსზე. ნივთის დაზიანების შემთხვევაში კოპანია ანაზღაურებს მომხმარებლის მიერ დეკლარირებისას მითითებულ თანხის 100%-ს.

გარანტია ეხება მხოლოდ ჩინეთის, თურქეთის,საწყობში მისვლის შემდეგ დაზიანებულ ტვირთს.

მომსახურება არ გავრცელდება შემდეგი სახის პროდუქციაზე: (მაგ. შუშა, ეკრანი, ჭურჭელი, ფაიფური, ჭაღი, ბრა და ა.შ.), თუ ვიზუალურად ამანათის ყუთი დაზიანებული არ არის. იმ შემთხვევაში, თუ მოხდა ამანათის შიგთავსის ან მისი ნაწილობრივი დაზიანება (შუშის, ეკრანის და ა.შ. გატეხვა, გაბზარვა....) და ამავე დროს გარეგნულად ამანათი დაზიანებული არ არის, მიმღები (მფლობელი) ვალდებულია მაინც გადაიხადოს ტრანსპორტირების ღირებულება და გაიტანოს აღნიშნული ამანათი, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას დაუყოვნებლივ შეუწყვიტოს აღნიშნულ მომხმარებელს მომსახურება, მისი შემდგომი განუახლებლობის პირობით.

ზარალის დადგომის შემთხვევაში, ასანაზღაურებელი თანხა ლიმიტირებულია პროდუქციის ღირებულებით, რაც პროდუქციის შესყიდვის დამადასტურებელ დოკუმენტშია აღნიშნული და არ აღემატება მომხმარებლის მიერ დეკლარირებისას მითითებული თანხას.

ზარალის შემთხვევაში, თანხის ანაზღაურება რეისის ჩამოფრენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში ხდება.

გარანტია ამანათზე არ მოქმედებს იმ შემთხვევაში თუ: ამანათი არ გაიხსნა ოფისში მომხმარებლის მიერ და მოხდა მისი გატანა.