მომსახურების საფასური,დაანგარიშება და გადახდა

ტრანსპორტირების ღირებულება ანგარიშდება ამანათების რეალური წონით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამანათის წონა და ზომა აღემატება ამანათისთვის დამახასიათებელ ზომებსა და წონას. ფასები დეტალურად იხილეთ ბმულზე: https://postalon.com/text-15.html

თუ ამანათის მოცულობითი წონა (სიგრძე * სიგანე * სიმაღლე / 6000 - სანტიმეტრებში)  აღემატება რეალურ წონას, გამოიყენება ტრანსპორტირების ღირებულების გამოანგარიშების საერთაშორისო წესი, რომელიც ითვალისწინებს ღირებულების გადახდას მოცულობით და რეალურ წონებს შორის მაქსიმალურით.

ტვითის სპეციფიკიდან გამომდინარე  შპს „ფოსტალონი“ იტოვებს უფლება დამოუკიდებლად შეცვალოს წინამდებარე პირობა შემკვეთთან (მომხამარებელთან) შეთანხმების გარეშე .

სავალდებულოა გადახდა განხორციელდეს მხოლოდ შპს „ფოსტალონში“  ვებ–გვერდზე მითითებული გადახდის მეთოდებით. სხვა შემთხვევაში თანხის მიღების დადასტურება დროულად არ მოხდება, რაც გამოიწვევს ამანათების გაცემა/დარიგებისას შეფერხებას.

წონის დამრგვალება ხორციელდება 100 გრამამდე.

მხარეთა შორის ანგარიშსწორება ხორციელდება ტვირთის ექპედიტორის საწყობში შესვლის ან ტვირთის ჩამოტანის შემდეგ, არაუგვიანეს 5  დღეში. ვადის გადაცილების შემდეგ ტვირთს ყოველდღიურად დაერიცხება შენახვის საკომისიო  1 ლ/კგ-ზე.

შემკვეთი იურიდიული პირის შემთხევაში, ექსპედიტორის მიერ გამოწერილი ინვოისის საფუძველზე, გადაუხდის თანხას რომელიც გამოიანგარიშება ყოველი კონკრეტული ტვირთის გადაზიდვის შემთხვევაში.
მომხმარებლის ანგარიშზე დავალიანების არსებობის შემთხვევაში, ცალკეული ამანათის მიღება არ ხდება დავალიანების სრულად დაფარვამდე.

იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთში ან ამერიკაში მიღებული ამანათის/ტვირთის მოცულობითი ან რეალური წონა 10 კგ-ს აჭარბებს, კომპანიას უფლება აქვს შეაჩეროს ამანათის/ტვირთის გამოგზავნა საავანსო თანხის ჩარიცხვამდე.

ჩინეთიდან ბრენდირებული პროდუქციის ტრანსპორტირებისას 0,5$ ემატება პროდუქციის ტრანსპორტირების ღირებულებას 1 კილოგრამზე.

ჩინეთიდან გამოწერილი სამედიცინო დანიშნულების ნივთებზე მოქმედებს დამატებითი ტარიფი, გთხოვთ მსგავსი პროდუქციის გამოწერისას გაიაროთ კონსულტაცია კომპანიასთან.

ამერიკიდან, ბამპერის ტრანსპორტირების ღირებულება ანგარიშდება მოცულობითი წონით.