რეგისტრაცია

„ფოსტალონში“ მომხმარებლის რეგისტრაცია უფასო და ნებაყოფლობითია.  მომხმარებლის რეგისტრაცია ხდება კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.Postalon.com. დარეგისტრირების შემდეგ მომხმარებელს ენიჭება ინდივიდუალური ნომერი, რომელიც დაფიქსირებულია ტვირთის თანმხლებ საერთო კომერციულ ინვოისში, საბაჟო დოკუმენტაციასა და კომპანიის მონაცემთა ბაზაში.

მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი დაიცვას მისი სარეგისტრაციო მონაცემების კონფიდენციალობა და თავად აკონტროლებს მესამე პირის მიერ მისი მონაცემების გამოყენებით შესრულებულ ყველა ოპერაციას. მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის დროს მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია კონფიდენციალურია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი მოითხოვს ასეთი ინფორმაციის გასაჯაროებას ან მისი სხვა ფორმით გადაცემას.